ანიმე
26 February
"როდესაც ლორწოდ რეინკარნირდი" (TenSura)-ის ახალი სეზონი და ფილმი Crunchyroll-ზე აპრილში გამოვა
ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ისეკაი სერიალი, "როდესაც ლორწოდ რეინკარნირდი" (That Time I Got Reincarnated as a Slime), ემზადება საგაზაფხულო ანიმე სეზონის დასაპყრობად. რიმურუსა და ქარიშხლის სამეფოს სხვა ბინადრების თავგადასავლები მეოთხე სეზონით გაგრძელდება, რომლის პრემიერა Crunchyroll-ზე 3 აპრილს შედგება. ამასთანავე, ფილმი "როდესაც ლორწოდ რეინკარნირდი: ცისფერი ზღვის ცრემლები" საერთაშორისო მასშტაბით 26 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 1 მაისს გამოვა.