ანიმაციურმა სტუდია ufotable-მა გამოაქვეყნა თიზერ-თრეილერი, რომელიც Tales of სერიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული თანამშრომლობის დეტალების 3 აპრილს გამჟღავნებას აანონსებს. Tales of სერია, რომლის დებიუტიც 1995 წელს შედგა, 2025 წლის 15 დეკემბერს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ufotable არის ანიმაციური სტუდია, რომელიც დგას ანიმე სერიალის Tales of Zestiria the X, ასევე Tales of Symphonia-ს ორიგინალური ვიდეო ანიმაციების, და შემდეგი თამაშების ანიმაციური კატსცენების უკან: Tales of Xillia, Tales of Xillia 2, Tales of Zestiria, Tales of Berseria და Tales of Arise. თიზერ-თრეილერის შესახებ Bandai Namco Tales of სერიის პროდიუსერმა, იუსუკე ტომიზავამ (Yusuke Tomizawa), განაცხადა: „ufotable-თან თანამშრომლობის დეტალები, რომელიც 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ხორციელდება, 3 აპრილს გახდება ცნობილი. გთხოვთ, მოუთმენლად დაელოდოთ.“