Sony Pictures Television-მა და Amazon MGM Studios-მა God of War-ის ფანებს პარასკევს პირველი ოფიციალური კადრები წარუდგინეს Prime Video-ს ადაპტაციიდან, რომელიც ამჟამად გადაღების პროცესშია და PlayStation-ის ფრენჩაიზზეა დაფუძნებული. კადრში კრატოსი და ატრეუსი ნადირობენ. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ვიხილოთ მსახიობები რაიან ჰერსტი კრატოსის და ქალუმ ვინსონი ატრეუსის როლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო შოუების ან ფილმების საწყისი კადრები ყოველთვის არ ასახავს საბოლოო პროდუქტს! მიუხედავად ამისა, ჰერსტის კრატოსი საოცრად ერთგულად გადმოსცემს ნორდიკული ეპოქის თამაშების უფრო ხნიერი, შეუბრალებელი კრატოსის გამოსახულებას, მისი კოსტიუმისა და ფერფლით დაფარული კანის თითქმის იდენტური რეკრეაციით. ვინსონის ატრეუსი ვიზუალურად გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე პერსონაჟი თამაშშია, და სერიალის შემქმნელების თქმით, ის 10 წლისაა God of War-ის სატელევიზიო ადაპტაციაში. ფანების დასამშვიდებლად, ვინსონმა Instagram-ზე დაიფიცა: „მე ამ როლს ღირსებას მოვუტან.“ ოფიციალური აღწერილობის თანახმად, God of War-ის სატელევიზიო სერიალი მამა-შვილ კრატოსს და ატრეუსს გაჰყვება მოგზაურობაში, რათა გაფანტონ მათი ცოლისა და დედის, ფეის, ფერფლი. „თავგადასავლების განმავლობაში, კრატოსი ცდილობს, შვილს უკეთესი ღმერთობა ასწავლოს, ხოლო ატრეუსი მამას უკეთეს ადამიანობას ასწავლის,“ – აცხადებენ შოუს შემქმნელები. კრატოსის (რაიან ჰერსტი) და ატრეუსის (ქალუმ ვინსონი) გარდა, God of War-ის სამსახიობო გუნდში შედიან: მენდი პატინკინი ოდინის როლში, ედ სქრეინი ბალდურის როლში, მაქს პარკერი ჰეიმდალის როლში, ოლაფურ დარი ოლაფსონი თორის როლში, ტერეზა პალმერი სიფის როლში, ალასტერ დანკანი მიმირის როლში, ჯეფ გულკა სინდრის როლში და დენი ვუდბერნი ბროკის როლში. ერთი გამორჩეული ქასთინგის შესახებ განცხადებას, რომელსაც ჯერ კიდევ ველოდებით, ფრეია (თუ ის სერიალში გამოჩნდება) ეხება. რონალდ დ. მური (Battlestar Galactica, Outlander) God of War-ის შოურანერი, აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტია. დამატებითი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: მერილ დევისი, კორი ბარლოგი, ნარენ შანკარი, მეთიუ გრემი, ასად ქიზილბაში, ჯეფ ქეჩემი, ჰერმენ ჰულსტი, როი ლი და ბრედ ვან არაგონი. ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ფრედერიკ ე.ო. ტოი (Shōgun, Fallout) სერიალის პირველ ორ ეპიზოდს გადაიღებს. God of War Prime Video-ზე გამოვა და მისი პრემიერა 2027 წელს არის მოსალოდნელი. Amazon MGM Studios-მა შოუს უკვე ორი სეზონი შეუკვეთა.