გეიმინგი
/
25.02.2026
„Lollipop Chainsaw RePOP – Nintendo Switch 2 Edition“-ის გამოსვლა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით
კომპანია Dragami Games-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო „Lollipop Chainsaw RePOP – Nintendo Switch 2 Edition“-ის გამოსვლა, რომელიც 2026 წლის 26 მარტს უნდა გამოსულიყო. კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია მნიშვნელოვანი განახლებების აუცილებლობით.
კომპანია Dragami Games-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო თამაშის „Lollipop Chainsaw RePOP – Nintendo Switch 2 Edition“ გამოსვლა, რომელიც მანამდე 2026 წლის 26 მარტს იყო დაგეგმილი.
წარმოგიდგენთ Dragami Games-ის სრულ განცხადებას გადადების შესახებ:
„Lollipop Chainsaw RePOP – Nintendo Switch 2 Edition“ 2026 წლის 26 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა, საჭიროა მნიშვნელოვანი განახლებები არა მხოლოდ Nintendo Switch 2-ის ვერსიისთვის, არამედ უკვე გამოსული Nintendo Switch-ის ვერსიისთვისაც, ამიტომ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, გადავდოთ გამოსვლა. გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ყველა გულშემატკივარს, ვინც მოუთმენლად ელოდა ამ თამაშს. ახალ გამოსვლის თარიღს გამოვაცხადებთ, როგორც კი მზადება დასრულდება.
„Lollipop Chainsaw RePOP“ თავდაპირველად გამოვიდა PlayStation 5-ისთვის, Xbox Series-ისთვის, Switch-ისთვის და PC-სთვის (Steam-ის საშუალებით) 2024 წლის 12 სექტემბერს, რასაც მოჰყვა PlayStation 4-ისა და Xbox One-ის ვერსიები 2024 წლის 2 დეკემბერს. საერთო გაყიდვებმა 2025 წლის 12 აგვისტოსთვის 300,000 ერთეულს გადააჭარბა.
წყარო: www.gematsu.com
გაზიარება