თამაში, რომელიც ინდი დეველოპერების, „Dwarven Brothers“-ის შექმნილია, მისი თრეილერის პრემიერა ჯეფ კიგლის (Geoff Keighley) X ანგარიშსა და „The Game Awards“-ის ინსტაგრამზე შედგა. ჯეფ კიგლი თავის ტვიტში წერს: „We Are So Cooked: ახალი ინდი კოოპერატიული ფიზიკის სტელსის თამაშის პირველი თრეილერი. თქვენ შემთხვევით მოკალით ვინმე და ახლა მტკიცებულებები უნდა მოაშოროთ.“ თუმცა თამაში ტექნიკურად სოლო რეჟიმშიც არის სათამაშო, ინდივიდუალურ მოთამაშეებს დამატებითი გამოწვევები შეხვდებათ. „We Are So Cooked“-ის Steam-ის გვერდის მიხედვით, „მარტო გვამის თრევა ნელია და სისხლიან კვალს ტოვებს“, ასევე „შეგიძლიათ გეჭიროთ ნივთი, ან გადაათრიოთ გვამი. ორივეს ერთდროულად ვერ შეძლებთ. მოგიწევთ მეგობრებს უყვიროთ, რომ კარები გაგიღონ.“ კოოპერატიული თამაშიც არ იძლევა მარტივი გამარჯვების გარანტიას: მოგიწევთ თავის არიდება დაცვის თანამშრომლებისთვის, ძაღლებისთვის და სხვა სასტუმროს სტუმრებისთვის, ხოლო მოუხერხებელი, მძიმე გვამის კიბეებზე და კუთხეებში ტარება მოგიწევთ, რომელიც, როგორც ჩანს, ხელებიდან გამოსრიალებას ლამობს. საჭიროა, მყარი გეგმა შეიმუშაოთ და ერთად ითანამშრომლოთ, რათა გვამი არ დააგდოთ – აღწერილობაში ნათქვამია, რომ „თუ თქვენ მარცხნივ მოქაჩავთ, თქვენი მეგობარი კი მარჯვნივ, გვამი კიბეებზე დაგეცემათ.“ „We Are So Cooked“-ის მსუბუქი მიდგომა შემთხვევითი მკვლელობის მიმართ, სასიამოვნო შესვენებაა მძიმე თემების მქონე კოოპერატიული თამაშებისგან, როგორიცაა „Hazelight Studios“-ის სახალისოდ მიჩნეული, მაგრამ რეალურად შემზარავი განქორწინების თამაში „It Takes Two“. ამ შემთხვევაში, თქვენ და თქვენი მოთამაშე მეგობრები ერთსა და იმავე გვერდზე ხართ. „We Are So Cooked“ 2026 წელს გამოვა.