თამაშები
/
14.02.2026
"Clair Obscur: Expedition 33" DICE Awards-ის "წლის თამაშის" ტიტულს დაეუფლა
AIAS-ის DICE Awards-ის დაჯილდოებაზე "Clair Obscur: Expedition 33"-მა ხუთი ჯილდო, მათ შორის "წლის თამაშის" ტიტული მოიპოვა. გამარჯვებულთა შორის ასევე იყვნენ "Ghost of Yotei", "Death Stranding 2" და "Blue Prince". ცერემონიაზე "Naughty Dog"-ის თანადამფუძნებელი ევან უელსი AIAS-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ ვინს ზამპელას.
ამ კვირას გამართულ ინტერაქციული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (AIAS) DICE Awards-ზე (რომელიც არ უნდა აგვერიოს EA-ის სტოკჰოლმის სტუდიასთან) "Clair Obscur: Expedition 33"-მა ხუთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ყველაზე სასურველი "წლის თამაშის" პრიზი. Sucker Punch-ის "Ghost of Yotei"-მ სამი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის "წლის სათავგადასავლო თამაშის" კატეგორიაში.
"Death Stranding 2: On the Beach"-მა გაიმარჯვა "გამორჩეული მიღწევა აუდიო დიზაინში" და "გამორჩეული ტექნიკური მიღწევა" ნომინაციებში, ხოლო შესანიშნავმა თავსატეხ-მისტიკურმა თამაშმა "Blue Prince"-მა ჯილდოები მიიღო "გამორჩეული მიღწევა დამოუკიდებელი თამაშისთვის" და "გამორჩეული მიღწევა თამაშის დიზაინში" კატეგორიებში.
"Arc Raiders"-მა "წლის ონლაინ თამაშის" პრიზი დაიმსახურა, "South of Midnight"-მა კონკურენტებს აჯობა "გამორჩეული მიღწევა ანიმაციაში" კატეგორიაში, ხოლო "Lego Party"-მ "წლის საოჯახო თამაშის" ჯილდო მიიღო.
სხვა გამარჯვებულებს შორის არიან: "Persona 5: The Phantom X" ("წლის მობილური თამაში"), "Ghost Town" ("წლის იმდელური რეალობის თამაში"), "The Alters" ("წლის სტრატეგიული/სიმულაციური თამაში"), "Rematch" ("წლის სპორტული თამაში"), "Mario Kart World" ("წლის სარბოლო თამაში"), "Mortal Kombat: Legacy Kollection" ("წლის საბრძოლო თამაში") და "Hades 2" ("წლის სამოქმედო თამაში").
"ამ წლის DICE Awards-ზე აღიარებული თამაშები აჩვენებს ნიჭისა და კრეატიულობის არაჩვეულებრივ სპექტრს, რომელიც ჩვენს ინდუსტრიას განსაზღვრავს", - განაცხადა AIAS-ის პრეზიდენტმა მეგან სკავიომ. "შთამაგონებელია იმის დანახვა, თუ როგორ აუმჯობესებენ ეს დეველოპერები ინტერაქციულ გართობას ინოვაციების, თხრობისა და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მეშვეობით."
"Naughty Dog"-ის თანადამფუძნებელი ევან უელსი Double Fine-ის ტიმ შეფერის მსგავსი დეველოპერების კვალს გაჰყვა და ცერემონიაზე AIAS-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცერემონიაზე ასევე პატივი მიაგეს Respawn-ის თანადამფუძნებელს და Call of Duty-ის თანაშემქმნელს, ვინს ზამპელას, რომელიც დეკემბერში ავტოავარიაში დაიღუპა.
#ვიდეოთამაშები
#clair obscur: expedition 33
#წლის თამაში
#aias
#ვინს ზამპელა
#ევან უელსი
#ghost of yōtei
#death stranding 2
#dice awards
#blue prince
#გამარჯვებულები
წყარო: www.eurogamer.net
გაზიარება